სსიპ დიცის მუნიციპალიტეტის სოფ. დიცის
საჯარო სკოლის პრაქტიკოსი მასწავლებლის
ნელი
ლომოურის მიერ განხორციელებული სოციალური
პროექტის
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
სასწავლო
პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. პროექტი
მონაწილეებს საშუალებას აძლევს შეიძინონ ახალი, გამოავლინონ თავიანთი უნარ-ჩვევები.
სასწავლო
პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის ამაღლების და სოციალური უნარების განვითარების, საკუთარი
სოფლის ძეგლების შესწავლისა და დაცვის მიზნით
გადავწყვიტე განმეხორციელებინა ზემოთ აღნიშნული სოციალური პროექტი. მოსწავლეებთან და მშობლებთან
ერთად ჩამოვაყალიბე პროექტის მიზნები, აქტივობები. პროექტზე მუშაობა ინტერესით წარიმართა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სოფელ ქორდში მცხოვრებმა
მოქალაქე გივი რობიზონის ძე ჯალაბაძემ საკუთარი ხარჯებით რესტავრაცია ჩაუტარა ქორდის
ღვთისმშობლის ეკლესიას. სამუშაოების დარსულების შემდეგ ქორდის მრევლთან ერთად, ამ პროექტში
მონაწილე მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ეკლესიის მოვლა-დასუფთავებაში.
სოფლის უხუცესებთან ურთიერთობის შემდეგ საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ შემდეგ ფაქტს: არსებობს
თქმულება: სოფელ ქორდს ზემოდან რომ გადმოხედო
ხუთი ეკლესია ქმნის ჯვრის გამოსახულებას.
ზემოთ არბოს ეკლესია, ქვემოთ ბარბარეს ეკლესია, მარჯვნივ მთავარანგელოზი, მარცხნივ
კვირაცხოვლის ნიში და შუაში ღვთისმშობლის ეკლესია.
სოფელ
ქორდის მკვიდრის მარინე არჩუაძის გადმოცემით იგი სწავლობდა სკოლაში , რომელიც განთავსებული
იყო ანტონ ფურცელაძის სასახლეში. აქვე ტარდებოდა თეატრი უფრო ადრე.
მოსწავლეებს
გაეზარდათ მოტივაცია. გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი, ჩამოუყალიბდათ კომუნიკაციის უნარ-ჩვევები,
უწევდათ ჯგუფში მუშაობაც და ასევე უფროსებთან ინტერვიუს აღება.
ჩემი
მიზანი- მოსწავლეები უკეთ გასცნობოდნენ საკუთარი სოფლის ისტორიულ ძეგლების წარმოშობას
და მნიშვნელობას, მიეღოთ მრავალფეროვანი ინფორმაცია თემში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე
და ესწავლათ მათი როლის მნიშვნელობა ქვეყნის
კულტურის ისტორიაში -მიღწეულ იქნა.
მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები ფერადი ფანქრებით და
კომპიუტერული პროგრამა paint-ით.
მშობელთა აქტიური
ჩართულობით შეგროვდა შემოწირული თანხა რომლითაც შეძენილი იქნა ღვთისმშობლის სწრაფშემსმენელი ხატი და გადაეცა ქორდის ღვთისმშობლის ეკლესიას . ეს ეკლესია გახდა
მოქმედი. ყოველ ხუთშაბათს ტარდება წირვა-ლოცვა. ჩვენი პროექტის მინაწილეების მშობლები
ამ ეკლესიის აქტიური მრევლია.
მომავალში
უფრო მეტ დროს გამოვყოფ მსგავს სოციალურ პროექტებზე
მუშაობისას, ასევე მოსწავლეებს მივცემ მეტ დამოუკიდებლობას, ერთად მეტი მონდომებით
ვიმუშავებთ.
ხელმოწერა : ნელი ლომოური
/ ნელი ლომოური /
თარიღი: 10-10- 2019 წ.
No comments:
Post a Comment