Thursday, October 10, 2019

რეფლექსია სოციალური პროექტის


                                                                                         სსიპ დიცის მუნიციპალიტეტის  სოფ. დიცის                                         
                                                                                         საჯარო სკოლის პრაქტიკოსი  მასწავლებლის ნელი
                                                                                         ლომოურის  მიერ განხორციელებული სოციალური                  
                                                                                        პროექტის
                                          
                                                            რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

      სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება.  პროექტი მონაწილეებს საშუალებას აძლევს შეიძინონ ახალი, გამოავლინონ თავიანთი უნარ-ჩვევები.
     სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის ამაღლების და სოციალური უნარების განვითარების, საკუთარი სოფლის ძეგლების შესწავლისა და დაცვის მიზნით  გადავწყვიტე განმეხორციელებინა ზემოთ აღნიშნული  სოციალური პროექტი. მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად ჩამოვაყალიბე პროექტის მიზნები, აქტივობები. პროექტზე მუშაობა ინტერესით წარიმართა.
       აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სოფელ ქორდში მცხოვრებმა მოქალაქე გივი რობიზონის ძე ჯალაბაძემ საკუთარი ხარჯებით რესტავრაცია ჩაუტარა ქორდის ღვთისმშობლის ეკლესიას. სამუშაოების დარსულების შემდეგ ქორდის მრევლთან ერთად, ამ პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ეკლესიის მოვლა-დასუფთავებაში.
       
             სოფლის უხუცესებთან ურთიერთობის შემდეგ  საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ შემდეგ ფაქტს: არსებობს თქმულება:  სოფელ ქორდს ზემოდან რომ გადმოხედო ხუთი ეკლესია ქმნის ჯვრის გამოსახულებას.   ზემოთ არბოს ეკლესია, ქვემოთ ბარბარეს ეკლესია, მარჯვნივ მთავარანგელოზი, მარცხნივ კვირაცხოვლის ნიში და შუაში ღვთისმშობლის ეკლესია.
სოფელ ქორდის მკვიდრის მარინე არჩუაძის გადმოცემით იგი სწავლობდა სკოლაში , რომელიც განთავსებული იყო ანტონ ფურცელაძის სასახლეში. აქვე ტარდებოდა თეატრი უფრო ადრე. 
მოსწავლეებს გაეზარდათ მოტივაცია. გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი, ჩამოუყალიბდათ კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, უწევდათ ჯგუფში მუშაობაც და ასევე უფროსებთან ინტერვიუს აღება.  
       ჩემი მიზანი- მოსწავლეები უკეთ გასცნობოდნენ საკუთარი სოფლის ისტორიულ ძეგლების წარმოშობას და მნიშვნელობას, მიეღოთ მრავალფეროვანი ინფორმაცია თემში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე და ესწავლათ  მათი როლის მნიშვნელობა ქვეყნის კულტურის ისტორიაში -მიღწეულ იქნა. 
მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები ფერადი ფანქრებით და კომპიუტერული პროგრამა paint-ით.  
 მშობელთა აქტიური ჩართულობით შეგროვდა შემოწირული თანხა რომლითაც შეძენილი იქნა ღვთისმშობლის სწრაფშემსმენელი  ხატი და გადაეცა  ქორდის ღვთისმშობლის ეკლესიას . ეს ეკლესია გახდა მოქმედი. ყოველ ხუთშაბათს ტარდება წირვა-ლოცვა. ჩვენი პროექტის მინაწილეების მშობლები ამ ეკლესიის აქტიური მრევლია.
    მომავალში უფრო მეტ დროს გამოვყოფ მსგავს  სოციალურ პროექტებზე მუშაობისას, ასევე მოსწავლეებს მივცემ მეტ დამოუკიდებლობას, ერთად მეტი მონდომებით ვიმუშავებთ.


       ხელმოწერა :   ნელი ლომოური                                               / ნელი ლომოური /                                          
       თარიღი:           10-10- 2019 წ.  


სოციალური პროექტის "ვიზრუნოთ ჩვენი სოფლის ღირსშესანიშნაობებზე" გეგმა.


„ ვიზრუნოთ ჩვენი სოფლის ღირშესანიშნაობებზე“
სოციალური პროექტის  გეგმა
სოციალური პროექტის  ხელმძღვანელი
სახელი და გვარი
ნელი ლომოური
თანამდებობა
 პრაქტიკოსი მასწავლებელი
რაიონი
გორი
სკოლა
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფ. დიცის საჯარო სკოლა
რეგიონი
შიდა ქართლი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
„ვიზრუნოთ ჩვენი სოფლის ღირშესანიშნაობებზე“- საკუთარის სოფლის ისტორიული ძეგლების გაცნობა
დონე/კლასი  
დაწყებითი VI კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
3 კვირა
სააზროვნო  უნარები
დაგეგმვა, ორგანიზება, კვლევა, თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
პრობლემა/პროექტის აქტუალურობა
ჩვენი სოფლის კულტურისადმი დამოკიდებულება მოსწავლეთა მხრიდან ხშირად არადამაკმაყოფილებელია.  მოზარდები სხვა კულტურით უფრო მეტად ინტერესდებიან , ვიდრე საკუთარით. აღფრთოვანებით ხვდებიან სხვა ძეგლებს,  საკუთარი  სოფლის ტერიტორიაზე მდებარე სიმდიდრის დანახვა და  სიდიადის შეგრძნება არ აქვთ, დღესდღეობით ქვეყნის ეკონომიკისა და წინსვლისთვის უდიდესი როლი და ფუნქცია უჭირავს ტურიზმის განვითარებას. პროექტის ფარგლებში, საკუთარი სოფლის ისტორიული ძეგლების შესწავლა  და არსებული კულტურის წარმოჩენის საჭიროების დანახვა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროცესში დაეხმარება მოსწავლეებს. ასევე, კულტურული მემკვიდრეობის მიმართ დამოკიდებულების შეცვლაში. ყოველივე ამის გაცნობიერებამ დამანახა საჭიროება, მოსწავლეებისათვის დამენახვებინა ჩვენი სოფლის ღირშესანიშნაობები, თუ რა  ისტორიული ძეგლები გვაქვს ჩვენს სოფელში, რომლითაც თავს მოვიწონებდით. მოსწავლეები იკვლევენ და ახდენენ ისტორიული ძეგლების კლასიფიკაციას,  აანალიზებენ, თუ  რაოდენ  მნიშვნელოვანია ჩვენი სოფლის როლი, ჩვენი ქვეყნის კულტურაში. აკეთებენ პროექტს და უზიარებენ მეგობრებს, მშობლებსა  და ფართო აუდიტორიას.
პროექტის  მიზნები/ შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ:
·         მოსწავლეებმა მოიძიონ, შეისწავლონ და დაახასიათონ ჩვენი სოფლის  ისტორიული ძეგლები და ღირშესანიშანაობები.
·         მოსწავლეები განასხვავებენ და ამოიცნობენ  ცალკეულ ძეგლს. ისაუბრებენ მის თავისებურებებზე და გააკეთებენ მის შეფასებას.
·         მოსწავლეები გამოყოფენ, დააკავშირებენ  და დაახასიათებენ აღნიშნულ ისტორიულ ძეგლებს.
·         მოსწავლეებმა ჯგუფური მუშაობისა და მსჯელობის შედეგად, შექმნან რესურსები და ითანამშრომლონ  ერთმანეთთან.
·         ისტის გამოყენებით მოიძიონ ინფორმაცია. შექმნან ბროშურა, კედლის გაზეთი, მოამზადონ პრეზენტაცია და წარუდგინონ აუდიტორიას.

მოკლევადიანი შედეგები;
1) გაეცნობიან ჩვენი სოფლის ისტორიულ ძეგლებს;
2) უხუცესებისგან აიღებენ ინტერვიუს;
3 )დაინტერესდებიან და აუმაღლდებათ მოტივაცია.
4) მიიღებენ მონაწილეობას ეკლესიის მოვლა- დასუფთავებაში
5) მშობლების დახმარებით შეაგროვებენ თანხას ეკლესიისთვის შესაწირი ხატისთვის.
6) მოამზადებენ და წარუდგენენ პრეზენტაციას აუდიტორიას;


გრძელვადიანი შედეგები:
1) მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას ჩვენი სოფლის ძეგლებზე;
2) შეიძენენ გამოცდილებას;
3) ისწავლიან  სოციალურ პროექტზე მუშაობას;
4) განივითარებენ სოციალურ უნარებს;
5) გაუჩნდებათ მოთხოვნილება ყურადღება მიაქციონ  და დაიცვან ეკლესიაში სისუფთავე და წესრიგი.
6) ექნებათ  ხშირი ურთიერთობა სოფლის უხუცესებთან.
7) მშობლების დახმარებით შეაგროვებენ თანხას ეკლესიისთვის შესაწირი ხატისთვის.  
8) დახატავენ    ნახატებს როგორც კომპიუტერული პროგრამა paint-ის დახმარებით ისე ფერადი ფანქრებით.
პროექტის მდგრადობა

პროექტი მდგრადია, ვინაიდან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც. საკუთარი სოფლის ისტორიული ძეგლების  მნიშვნელობის გაცნობიერება ბავშვებში არის პრობლემა, მოზარდები ინტერესების გამოწვევა მუდმივად უნდა ხდებოდეს საზოგადოებისა და კონპენდენტური პირების მიერ. საზოგადოება უნდა მიეჩვიოს ყველა მოზარდის ჩართვას საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის მოვლა- პატრონობაში, რათა  მოზარდი ჩამოყალიბდეს ღირსეულ, განათლებულ და შემოქმედ მოქალაქედ.  ყოველივე ამისა მიღწევა კი შესაძლებელია სოფლის კულტურის გაცნობით.  ვფიქრობ, ამ  პროექტით  ხელი  შეეწყობა ინფორმირებული, სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
თემის შინაარსი

     მასწავლებელი მოსწავლეებს განუმარტეს, რომ პროექტის  განმავლობაში ისინი ზოგად შეკითხვაზე მოახდენენ ფოკუსირებას  : რომელი ძეგლებით გამოიხატება ჩვენი სოფლის  კულტურა?
 მოცემულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, მოსწავლეები განიხილავენ სოფლის  თითოეულ ძეგლის კულტურას. თემის უკეთ გაგებისათვის დაამზადებენ პუბლიკაციას, იგი მოსწავლეებს დაეხმარება სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებაში და შემზადებაში. მშობლებისა და საზოგადოების სხვა წევრებისთვის, კი პროექტებით სწავლების მოდელის გაცნობაში.

პირველი ეტაპი: პროექტის თემის შერჩევა.
თემის გამოკვეთის შემდეგ ცნობისმოყვარენი ხდებიან.იზრდება ჩართულობა, ხდება მშობლების ჩართულეობა.
პროექტის თემის გასაცნობად, მასწავლებელი მოსწავლეებს შეაფასებს საბაზისო ცოდნის  დაფიქრდი-დააწყვილე-გაუზიარე მეთოდის გამოყენებით, სწავლების პროცესის საწყის ეტაპზე.
   მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ისტორიული ძეგლები ჩვენი სამშობლოს ისტორიაში. შემდეგ კი სთხოვს დაასახელონ სოფლების დიცის, ქორდისა და არბოს ღირშესანიშნაობები, ყველა პასუხი ფიქსირდება დაფაზე. თითოეული ჩამოწერილი ძეგლის დახასიათებასა და განხილვის შემდეგ, მოსწავლეები ირჩევენ 2-3 ობიექტს, რომელიც სურთ აჩვენონ უცხოელ სტუმარს. მასწავლებლის დახმარებით დაინაწილებენ შერჩეულ ძეგლებს. შეაჯამებენ იდეებს და გაუმხელენ  დისკუსიით ჯგუფის წევრებს. აგრეთვე მოსწავლეების ცოდნის ორგანიზებისთვის საწყის ეტაპზე მასწავლებელი გამოიყენებს  ვ-მ-ვ სქემას, ამით დავეხმარებით მოსწავლეებს წინარე ცოდნის გააქტიურებაში, გამოვავლენთ თემის ირგვლივ მოსწავლეების დამოკიდებულებას და გამოვკვეთთ შესაძლო არასწორ წარმოდგენებს. ავუხსენით მოსწავლეებს მოცემული პროექტის ფარგლებში როგორ იმუშაონ თემატურ და ზოგად კითხვებზე და პარალელურად როგორ შეაფასონ ან გააცნობიერონ საკუთარი სოფლის კულტურული მემკვიდრეობა.

 მეორე ეტაპი: მოსწავლეები ეცნობიან პროექტის არსს. მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით გეგმავენ პროექტს, სადაც გაწერილი იქნება მიზანი, სტრატეგიები და დრო. ინტერნეტისა და მშობლების დახმარების საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია. ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია გადაამოწმონ სოფლის უხუცესებთან და შემდეგ გაუზიარონ იგი მთელ კლასს. პროექტში მონაწილე მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად. გადაინაწილებენ და მოიძიებენ ბუკლეტისთვის მასალას მოსწავლეები მახასიათებლის მიხედვით. ( მაგ. ერთმა ტექსტზე იმუშაოს, მეორემ ფოტოზე, მესამემ კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე  და ა. შ.)  მოსწავლეებმა მუდმივად უნდა ითანამშრომლონ მშობლებთან და მასწავლებელთან.
მესამე ეტაპი: მოსწავლეები უპასუხებენ შემდეგ კითხვებს:
·         ჩვენი სოფლის, რომელი ძეგლებია თქვენთვის ცნობილი?
·         განსაკუთრებით, რომელი ძეგლების ჩვენებით მოიწონებდით თავს სტუმრებთან?

    არბოს, დიცის და ქორდის ძეგლების ტექსტის დამუშავების შემდეგ, როდესაც მოსწავლეები ინფორმაციის შეგროვება, მოძიებას დაასრულებენ, მასწავლებელი სთხოვს დაიწყონ მარშუტის შექმნაზე მუშაობა. მოსწავლეები ჯგუფებში განიხილავენ თუ რომელი ტრანსპორტის საშუალებით შეიძლება ერთი ობიექტიდან მეორეზე გადასვლა  და რა დრო იქნება ამისთვის საჭირო. ინფორმაციის დამუშავების შემდეგ , არსებული ტექსტითა და ფოტომასალის გამოყენებით გააფორმონ ბუკლეტი.
მეოთხე ეტაპი: მასწავლებელი ხელმძღვანელობს მოსწავლეებს პრეზენტაციების  შექმნის, ორგანიზებისა და მომზადების დროს. მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე დაპატიჟონ მშობლები,  თემის უხუცესები და ყველა დაინტერესებული პირი.
თითოეულ ჯგუფს მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს  დროს, სლაიდ შოუს სახით,  კვლევის შედეგების წარმოსადგენად. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს უკუკავშირის გაზიარების და სხვა ჯგუფებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცემათ.  პროექტის ბოლოს შეაჯამეთ იგი.
           


პროექტის განხორციელბის რისკები და შესაძლო ხელისშემშლელი ფაქტორები

·         წიგნის კითხვის ნაკლები ინტერესი;
·         ნაკლები ჩართულობა;
·          აუდიტორიის შიში.
·         ტექნოლოგიური პრობლემა( მაგ.:ინტერნეტმომსახურების გათიშვა ან ელექტრო ენერგიის გამორთვა.)
მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდისა და მეტი ჩართულობის გაზრდისთვის, ვცდილობდი სახალისო აქტივობები შემეტანა, შევხვედროდი მათ ყოველდღე, თუმცა შეხვედრები არ ყოფილიყო ხანგრძლივი. ვცდილობდი არ დამეღალა ისინი და მაქსიმალურად ყოფილიყვნენ ჩართული მშობლებთან  ერთად პროექტზე მუშაობაში, ამ მიზნით დავალებების გადანაწილებისას გავითვალისწინე მათი ინტერესები, ვისაც კომპიუტერთან მუშაობა უყვარდა ინფორმაციას მოიძიებდა, სლაიდებს გააკეთებდა, ფოტოხელოვნების მოყვარულები ფოტოებს გადაიღებდა პროექტისთვის, ასევე ვისაც ხიბლავდა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ამუშავებდა თემას და ემზადებოდა პრეზენტაციისთვის. მუშაობდნენ ჯგუფებად და ისე ხვდებოდნენ აუდიტორიას.  აგრეთვე გავითვალისწინე ისიც, რომ არბოში მცხოვრები მოსწავლეები შეისწავლიდნენ არბოს ეკლესიას, ქორდში მცხოვრები მოსწავლეები ქორდისას და დიცში მცხოვრები კი დიცის ეკლესიას. შემდეგ კი  ერთმენეთში გაცვლიდნენ ინფორმაციას. ხატვის მოყვარულები დახატავდნენ ნახატებს.

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

ის.ტექნ.დაწყ.1. მოსწავლე უნდა იცავდეს სოციალურ, ეთიკურ და უსაფრთხოების ნორმებს ისტ-ის გამოყენების დროს
Ø  ციფრული ინფორმაციის გამოყენებისას ესმის პლაგიატის მნიშვნელობა;
ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
Ø  იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;

Ø  ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება;
ის.ტექნ.დაწყ.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის
Ø  მიზნებისა და აუდიტორიის თავისებურებების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
ციფრული ნამუშევრის/პროდუქტის შექმნისას კომბინირებულად იყენებს ტექსტურ, გრაფიკულ და აუდიო მასალას.
პროექტის კალენდარი
·         ჯგუფების შექმნა და საქმიანობის განაწილება ( 20.09.2019)

·         ინტერნეტით მოძიებული მასალების განხილვა, გამოკითხვის დაგეგმვა ( 26.09.2019)
·         ·         მოძიებული ინფორმაციის დახარისხება, შენახვა, დამუშავება ელექტრონულ ფორმატში; გაზეთის მომზადება (ორი კვირა)
·         თანამშრომლობა სასკოლო პერიოდში და სკოლის გარეთ ინტერნეტ სივრცეში (რეგულარულად)
·         ჯგუფების შეკრება და მასალების გამოქვეყნება (ეტაპობრივად 3 კვირის განმავლობაში)
·         ბუკლეტის  შექმნა და  პრეზენტაცია (3. 10.2019)
·         საკუთარი სოფლის ღირშესანიშნაობების გაცნობა-წარმოდგენა,   ნახატების შექმნა 10.10.2019)
სპეციალური საჭიროებები

სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლე საბედნიეროდ არ გვყავს.

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
გონებრივი იერიში
დაფიქრდი-დააწყვილე-გაუზიარე
ვ.მ.ვ.
გამოკითხვა
● სამოქმედო გეგმა
●ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება
● გამოკითხვა
● ერთობლივი დაკვირვების ფურცელი
● პროექტის შეფასების რუბრიკა

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

პროექტში მონაწილეებს  ყოველდღე ვხვდებოდი, აქტიურად ვთანამშრომლობდი მშობლებთან, ვაძლევდი მითითებებს,ვუწევდი რეკომენდაციებს. ჯგუფური მუშაობისას, ვაძლევდი გეზს და მიმართულებას, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი მათ შემოქმედებით საქმიანობას, საპრეზენტაციო უნარების განვითარებას.  ვეხმარებოდი ბუკლეტების დამზადებაში, შემოვიფარგლებოდი მხოლოდ განმავითარებელი კომენტარით, ხაზს ვუსვამდი მათ წარმატებებს და ფრთხილად ვაძლევდი რჩევებს. პროექტს მონიტორინგს ჩემთან ერთად უწევდა აქტიური მშობლები, ისინი ცდილობდენ არ გამოგვრჩენოდა რომელიმე დეტალი, ყურადღებით აკვირდებოდნენ გეგმის განხორციელებას, პროექტის ბოლოს შევავსეთ თვითშეფასების რუბრიკა.
           
საბაზისო უნარ-ჩვევები
·         წიგნთან და კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები,
·         ტექნიკური უნარ-ჩვევები (Microsoft Office Word, Microsoft Office PowerPoint)
·         






დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებები
არ გვყავს ასეთი საჭიროებუს მქონე მოსწავლე
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
დავავალებ დამატებით არასავალდებულო სამუშაოს შესრულებას (მაგ. მოამზადონ პრეზენტაცია თემაზე: რას ფიქრობენ   უფროსი თაობა საკუთარი სოფლის ისტორიული ძეგლების ღირსშესანიშნაობის შესახებ?);
დავნიშნავ ლიდერად;
დავავალებ ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას;
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიურიუზრუნველყოფა)
               ფოტოკამერა
·         კომპიუტერი (ები)
·         ციფრული კამერა
                DVD ფლეიერი
        ინტერნეტკავშირი
       ლაზერული დისკი
·         საბეჭდი მანქანა/პრინტერი
·         პროექტორი
        სკანერი
       ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო    აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული    პროგრამა/პროგრამები )
       მონაცემთა ბაზა/ცხრილები
       საგამომცემლო პროგრამები
           ელფოსტის პროგრამა
        ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
·          ფოტო/სურათების       დამუშავება     
·          ინტერნეტძიება
                 მულტიმედია
                ვებგვერდის შექმნა
·          Microsoft Office Word
 Microsoft Office       PowerPoint      








ინტერნეტრესურსები

https://ka.wikipedia.org/wiki/ქორდის_მთავარანგელოზის_ეკლესია




















სოციალური პროექტის განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა



კრიტერიუმები
ინდიკატორი
შეფასება
მიღებული ქულა
მასალის მოგროვება
აქვს მხოლოდ მწირი ინფორმაცია პრობლემის შესახებ.
            
             1 -3 ქ.






აქვს ინფორმაცია და პრობლემის გამომწვევი მიზეზები, მაგრამ არ აქვს გადაჭრის გზები.
    

              4 -6 ქ.


აქვს ინფორმაცია , პრობლემის გამომწვევი მიზეზები, გადჭრის გზები, მაგრამ არა აქვს ფოტო და ვიდეო მასალა.
     

              7 – 8 ქ.


სრულად აღწერს პრობლემას, მის გამომწვევ მიზეზებს, აქვს ფოტო და ვიდეო მასალა, მითითებული აქვს ინფორმაციის წყარო.


             9 – 10 ქ.

პროექტში გუნდური მუშაობა
ისტ - ი  არ არის გამოყენებული.
          
           1 – 3 ქ.


ისტ - ი გამოყენებულია ერთი მოსწავლის მიერ, არ ჩანს სხვა მოსწავლეების ჩართულობა.
  

            4 – 6 ქ.


ისტ - ის გამოყენება მრავალფეროვანია, ზოგჯერ შეუსაბამოა დავალებასთან







            7 – 8 ქ.


ისტი - ს გამოყენება მრავალფეროვანია, შესაბამისია დავალებასთან.

           9 – 10 ქ.

პროექტის მუშაობის პროცესისა და შედეგების წარდგენის ეტაპი
არ არის წარმოჩენილი  პროექტზე მუშაობის პროცესი. ვერ აყალიბებს აზრს და ვერ სცემს პასუხებს.
      
          1 – 3 ქ.


ბუნდოვნად აყალიბებს პროექტზე მუშაობის პროცესს, უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა და ვერ იყენებს თვალსაჩინოებას.



           4 – 6 ქ.


აყალიბებს პროექტის  არსს, იყენებს  თალსაჩინოებას და პასუხობს შეკითხვების უმეტესობას.


          7 – 8 ქ.


ნათლადაა ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიოდ მეტყველებს, იყენებს თვალსაჩინოებას და პასუხობს ყველა კითხვაზე.



           9 – 10 ქ.

ქულათა ჯამი



საბოლოო შეფასება
ქულათა ჯამი გაყოფილია 3 -ზე.
















                                                                        
                            


პროექტის ბოლოს მოსწავლის თვითშეფასების სქემა

რა იყო პროექტში შენთვის ყველაზე საინტერესო?
რა ისწავლე ამ პროექტზე მუშაობისას?
რა გააკეთე ამ პროექტზე?
ვისთან ერთად იმუშავე?
რა გააკეთე კარგად? რა იყო შენი წარმატების მიზეზი?
რა ვერ გააკეთე კარგად?რა იყო შენი წარუმატებლობის მიზეზი?

რა გინდა, შემდეგში უკეთ გააკეთო?